ახალი ამბები

აღიარება და ბრალდება – გორის რესურსცენტრის ყოფილი უფროსი სოსო გოგაშვილზე

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ყოფილი დირექტორი და ამჟამად მეხუთე სკოლის პედაგოგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაკავების ფაქტს ეხმაურება.

ზურაბ ქარელი ირწმუნება, რომ სწორედ გოგაშვილის ბრძანებით მოხდა 2016 წელს რესურსცენტრიდან მისი გათავისუფლება, რადგან, გოგაშვილს სუს-ის ადგილობრივმა წარმომადგენელმა მის შესახებ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.

კერძოდ, ქარელის თქმით, 2016 წელს მაშიდელმა პრემიერმა გორში წარადგინა მაჟორიტარობის კანდიდატები, წარდგენას კი თავად 70-მდე სკოლის დირექტორთან ერთად ესწრებოდა.

გოგაშვილს კი სახელმწიფო უსაფრთხოების ადგილობრივმა წარმომადგენელმა აცნობა, რომ ღონისძიება ზურაბ ქარელმა დირექტორებთან ერთად, პროტესტის ნიშნად დატოვა.

“2016 წელს გორში გაიმართა დიდი შეხვედრა, რომელზეც მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა შიდა ქართლის მაჟორიტარობის კანდიდატურები წარადგინა. შეხვედრას მეც ვესწრებოდი, როგორც გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, სკოლების სამოცდაათ დირექტორთან ერთად. შეხვედრის შემდეგ, სახ. უსაფრთხოების შიდა ქართლის სამსახურის ერთმა ნაძირალა თანამშრომელმა, (ამ ეტაპზე გვარს არ დავასახელებ) პირადი შურისძიების საფუძველზე, მიაწოდა ყალბი ინფორმაცია, თითქოს, მე, პროტესტის ნიშნად, მივატოვე შეხვედრა და თან გავიყოლე სამოცდაათივე სკოლის დირექტორი. ნაძირალა გოგაშვილმა არც კი გადაამოწმა ინფორმაცია (რაც ადვილი იყო. რადგანაც შეხვედრაზე იყვნენ შიდა ქართლის გუბერნატორი და ყველა მერი) და დაავალა ნაძირალა ჯეჯელავას, სამსახურიდან გავეთავისუფლებინე. ჩაატარეს შემოწმება და სამი თვის მერე, როდესაც დამთავრდა არჩევნები (დაელოდნენ), ნაძირალა ჯეჯელავას ბრძანებით, სამსახურიდან გამათავისუფლეს. შემდეგ თავს იმართლებდა, რა მექნა, გოგაშვილმა დამავალაო. აი, გოგაშვილის ნამდვილი სახე!

P.S. ცილისმწამებელი ისევ თანამდებობაზე მუშაობს. იმედია, მისი დავალებით, იარაღს ან ნარკოტიკებს არ მიპოვნიან”, – აცხადებს ზურაბ ქარელი.

დატოვეთ კომენტარი