ამერიკის საელჩო ახალგაზრებს საზაფხულო გამოწვევას სთავაზობს.
“წაიკითხეთ წიგნები და მოიპოვეთ ამერიკის ელჩის მიერ დაწესებული ვერცხლის,ოქროს ან პლატინის სერტიფიკატი”, – წერია გამოწვევის აღწერაში.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 5-18 წლის მოსწავლე-ახალგაზრდებს. პროგრამის შესახებ ინფორმაციას გორის კულტურის განვითრების სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით კონკურსი რამდენიმე ეტაპად იყოფა:
- აირჩიეთ წიგნი ქართულ ან ინგლისურ ენაზე, წაიკითხეთ და შეავსეთ ფორმაში მითითებული ინფორმაცია 10 ოქტომბრამდე. (ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი წიგნი ინგლისურად, ან ქართულად.)
- ბავშვები, რომელებიც წაიკითხავენ 500 გვერდს, მიიღებენ ამერიკის ელჩის ხელმოწერილ ვერცხლის სერტიფიკატს. (ინგლისურად წაკითხული გვერდების რაოდენობა გაორმაგდება.)
- ბავშვები, რომლებიც 1 000 გვერდს წაიკითხავენ, მიიღებენ ელჩის მიერ ხელმოწერილ ოქროს სერტიფიკატს. (ამ შემთხვევაშიც, ინგლისურად წაკითხული გვერდების რაოდენობა გაორმაგდება.)
- ბავშვები, რომლებიც წაიკითხავენ 10 000 გვერდს, მიიღებენ ელჩის მიერ ხელმოწერილ ყველაზე მაღალი დონის, პლატინის სერტიფიკატს.
- პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა 10 ოქტომბრამდე უნდა შეავსონ ონლაინ ფორმა 10 ოქტომბრამდე: https://forms.gle/zchXyTnrf57z8SSG8 (მიუთითეთ გორის ამერიკული თარო.)
- ონლაინ ფორმის შევსების საფუძველზე თქვენ ავტომატურად გახდებით კითხვაში გამოწვევის საზაფხულო პროგრამის მონაწილე. გამოწვევის წინასწარ დადგენილი პირობების შესრულების შემთხვევაში, აშშ-ის ელჩის მიერ ხელმოწერილი სერტიფიკატის მფლობელიც გახდებით.
დატოვეთ კომენტარი