“714 პირველკლასელს ხაშურის მუნიციპალიტეტის სკოლებიდან ბუკები გადაეცემათ”, – ამის შესახებ ინფორმაცია “მოზაიკას” ხაშურის რესურცენტრის ხელმძღვანელმა ზვიად გოგუაძემ მიაწოდა.
მისი თქმით, ხაშურის მუნიციპალიტეტში 32 საჯარო სკოლაა, სადაც წელს 714 პირველკლასელი დარეგისტრირდა.
“ობიექტური, სხვადასხვა გარემოების გამო, თუ რომელიმე მოსწავლის რეგისტრაცია ვერ მოხერხდა პირველ კლასში, რესურსცენტრი გამონაკლისის წესით გასცემს თანხმობას, მოსწავლის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით”, – განმარტავს გოგუაძე.
მისი თქმით, ბუკებს ამ ფორმით რეგისტრირებული მოსწავლეებიც მიიღებენ.
“გვაქვს ნაშთი რესურსცენტრში გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის”, – აღნიშნა ზვიად გოგუაძემ.
ინფორმაციისთვის, წინა წლისგან განსხვავებით, რესურსცენტრებს ბუკები 2 თვით ადრე დაურიგდა.