ხაშურის მერიის თანამშრომლები ლიეტუაში იმყოფებოდნენ.
“ხაშურის მუნიციპალიტეტს, ლიეტუვის ქალაქ რადვილიშკისთან, დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს, შესაბამისად, დღესასწაულებზე, დამეგობრებული ქალაქების დელეგაციების ვიზიტი ყოველთვის აქტუალურია”, – აცხადებს ხაშურის მერია.
უწყების ინფორმაციით, ამჯერად ხაშურის დელეგაცია რადვილიშკისში, დაარსების 455 წლის იუბილის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე მიიწვიეს.
“დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზვიად ქურდაძე და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან გამრეკელი”, – განმარტავენ მერიაში.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა მოინახულეს ლიეტუას ღირსშესანიშნაობები და დაესწრნენ სხვადასხვა ღონისძიებებს.
როგორც ხაშურის მერიის პრესსამსახური თანამშრომელი თათია ძინძიბაძე ამბობს, ვიზიტი სრულად მასპინძელმა მხარემ დააფინანსა.