გორში, ჭალის დასახლებაში სპორტული კომპლექსისა და მინი მოედნის მოწყობა იგეგმება.
ჭალის დასახლებაში სპორტული კომპლექსისა და მინი მოედნის, ასევე აბრამიშვილის ქუჩის და ბარნოვის ქუჩის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოებისთვის, საინჟინრო-საპროექტო მომსახურების შესასყიდად გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.
უწყებამ აღნიშნული მომსახურებისთვის 25 600 ლარი გაითვალისწინა.
სატენდერო პირობების მიხედვით შერჩეულმა კომპანიამ მომსახურების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეში უნდა უზრუნველყოს.
დატოვეთ კომენტარი