ახალი ამბები

გორელი სპორტსმენი, კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა

გორელი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე, კონსტანტინე პეტრიაშვილი, ევროპის ჩემპიონი გახდა.

15 წლამდელთა შორის მიმდინარე კონტინენტურ პირველობაზე თავისუფალ ჭიდაობაში 68კგ-ში პეტრიაშვილმა საქართველოს პირველი მედალი მოუტანა.

პეტრიაშვილი გორის ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სპეციალიზირებული სკოლის აღსაზრდელია, მისი მწვრთნელი არჩილ ბარამიძეა.

დატოვეთ კომენტარი