ახალი ამბები

ქალი ამბობს, რომ ქმრის გასვენებაში აღებული შესაწირის და ძროხის გამო, დახმარება მოუხნეს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეძაში მცხოვრები 70 წლის რიმა შუბითიძე ამბობს, რომ სოციალური დახმარება შესაწირის და ერთი ძროხის გამო მოუხსნეს. 

“3 წლის წინ გარდამეცვალა მეუღლე, რის შემდეგაც სოციალურმა სააგენტომ დახმარება შემიწყვიტა. როდესაც მიზეზი ვიკითხე, მითხრეს, შენ ქმრის გასვენებაში შესაწიარი აიღე და ძროხაც გყავსო”, – გვეუბნება რიმა.

მისი თქმით, ძროხა მალევე გაყიდა, რადგან მისი მოვლა არ შეეძლო.

“მოვლის თავი არ მქონდა. ჩემი შემოსავალი მარტო პენსიაა. შვილები კი მყავს, მაგრამ ისინი სოფლიდან წასულები არიან, რუსთავში ცხოვრობენ ქირით, იმათც ძალიან უჭირთ გვიყვება”, – ამბობს რიმა შუბითიძე.

რიმას ამბავზე სოციალური მომსახურების სააგენტოში ჟურნალისტებთან არ საუბრობენ.

“შეუძლია ამ პიროვნებას მოვიდეს ადგილზე და აღნიშნული საკითხი ერთად განვიხილოთ.”

დატოვეთ კომენტარი