გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოსთვის გადმოცემული 2 ცალი, ბოდგან А092 – საშუალო კლასის ავტობუსის შეკეთება და ტექნიკური მომსახურებისთვის ტენდერი გამოაცხადა და გამარჯვებულ კომპანიას შპს “მეჯუდა2015” 42 844 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა.
გამარჯვებულმა კომპანიამ მომსახურება უნდა გასწიოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის ვადაში.
აღსანიშნავია, რომ ტრანსპორტის სააგენტომ ოქტომბერში ავტობუსების შესაკეთებლად გამარტივებული შესყიდვის გზით ხელშეკრულება გაუფრომა კომპანიას “აზია სერვისი”, ხელშეკრულების ღირებულება 150 000 ლარი იყო. აღნიშნული კომპანია ტრანსპორტის სააგენტოს მომსახურებას მიმდინარე წლის თებერვლამდე უწევდა.
დატოვეთ კომენტარი