სტატიები

დაბა სურამში მოსახლეობა პოლიციის შენობასთან არსებული სკვერის მოწესრიგებას ითხოვს 

დაბა სურამში, რუსთაველის ქუჩის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ პოლიციის შენობასთან არსებულ სკვერში ანტისანიტარიაა. ადგილობრივების ინფორმაციით, სკვერის ტერიტორია მოუვლელი და დაჭაობებულია. 

“სურამის პოლოციიასთან ანტისანიტარიაა, გაურკვევლი წყალი ამოდის, ბავშვებისთვის საშიში. “კარუსელები ხომ არ მოაშორეთ და მაგ უბანში ჩვეულებრივი ჭაობია, ათასჯერ მოგმართეთ მაგრამ სანამ ბავშვი არ შეეწირება თქვენ მანამდე ვინ გაგაგებინებთ?!”, – წერს ერთ-ერთი ადგილობრვი ია გაბუნია ხაშურის მუნიციპალიტის  მერიის გვერდზე. 

სურამში არსებული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ სხვა მოქალაქეებიც. მათი ნაწილი მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ საკურორტო ზონა წლებია მიტოვებულია. 

“წლებია ვითხოვთ ჯართის გატანას, ბავშვები რომ არ დაშავდნენ და თავისუფლად მოძრაობის საშუალება ჰქონდეთ”, – წერს მარინა ობოლაძე. 

“პოლიციის წინ სკვერი სურამში საშინელ დღეშია! ელემენტარული ჯაჭვი ვერ დაგიმაგრებიათ საქანელაზე. სირცხვილია!”, – წერს ადგლობრივი ზურა ნიშნიანიძე.

მოქალაქეების პრეტენზიებს ხაშურის მუნციპალიტეტის მერიაში უპასუხეს. უწყებაში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის დაბა სურამში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინაროებს და დაგეგმილია სხვადასხვა სამუშაოები.  

“დაბა სურამში, არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, ამ ეტაპზეც მიმდინარეობს 9 აპრილის ქუჩაზე არსებული მინი სტადიონის მოწყობა, ლესია უკრაინკას სახელობის სკვერის მოწყობა, დაგეგმილია, მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაცია. განხორციელდა სხვადასხვა ქუჩაზე ასფალტისა და ბეტონის საფარის დაგება. დაგეგმილია ცენტრალური ქუჩის კეთილმოწყობა”, – განმარტავენ ხაშურის მერიაში. 

ინფორმაციისთვის, სურამში არსებულ პრობლემებზე “მოზაიკამ” მასალა რამდენჯერმე მოამზადა. დაბაში ამბობენ, რომ ტურისტულ სეზონს მოუმზადებლები შეხვდენენ. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.