იუსტიციის სახლის მიმდებარედ, გურამიშვილის ქუჩაზე გარემოვაჭრეების ნაწილი კვლავაც აგრძელებენ ვაჭრობას.
მათ გორის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი შეხვდა და აუხსნა, რომ გარევაჭრობა კანონით იკრძალება და რომ ეს ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. შიოშვილს ერთ-ერთმა მოქალაქემ სთხოვა რომ დღის პირველ ნახევარში დაალაგებს თავის საქონელს, რომ შვილებისთვის წამლის ფული შეაგროვოს.
“აი, ფორმა ასები, ორივე შვილი ავად მყავს, როგორ ვიცხოვრო? მხოლოდ პირველ საათამდე ვდგავარ და ვცდილობ, რომ წამლის ფულო მაინც ვიშოვო,”- უთხრა მერის მოადგილეს ფატი ფარეხელაშვილმა.
ადგილზე ასევე იმყოფება მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი და სამართალდამცავები, პოლიციამ კიდევ ერთხელ გააფრთხილა გარემოვაჭრეები და უთხრა, რომ თუ ტერიტორიიიდან საქონელს არ აალაგებენ, ჯერ ჯარიმებს დაუწერენ, შემდეგ კი საქონელს ჩამოართმევენ.