გორში, გურამიშვილის ქუჩაზე გარემოვაჭრეები აკრძალვის მიუხედავად, ისევ გამოჩნდნენ.
ორმა მათგანმა აღნიშნული ქუჩის ტროტუარზე დახლები გაშალა და საკუთარი საქონლის გაყიდვა განაგრძო.
“დამაჯარიმონ, თუ უნდათ დამიჭირონ, მე აქედან არ ავდგები”, – გვითხრა ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ.
ადგილზე საპატრულო პოლიცია და გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელის განმარტებით, ისინი დირექტივებს ხელმძღვანელობიდან ელოდებიან და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედებენ.
“როგოც მოქალაქეს მეც არ მომწონს, რაც აქ ხდება, მაგრამ გარევაჭრობა ამ ადგილას დაუშვებელია, დიდი ხანია მოუწესრიგებელი და დანაგვიანებული იყო. სანიაღვრე არხში იყრებოდა ნაგავი. ჩვენ მათ შევთავაზეეთ ალტერნატიული ფართები და გარკვეულ შეღავათებსაც დავპირდით. – განაცხადა ზვიად ანესაშვილმა.
არსებული ინფორმაციით, მოვაჭრეები დაჯარიმების შემდეგაც თუ გააგრძელებენ აღნიშნულ ტერიტორიაზე საქმიანობას, მათ საქონელს კონფისკაცია დაემუქრება.