გორის საკრებულოს წევრები “ნაციონალური მოძრაობიდან” გარემოვაჭრეებს შეხვდნენ და მათ პრობლემებს გაეცნენ.
ბექა ქორჩილავა და კახა ლობჟანიძე ამბობენ, რომ ისინი მერიას ოფიციალური წერილით მიმართავენ.
“ვითხოვთ, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის უწყებამ გარემოვაჭრეებს კომპენსაციები მისცეს საბანკო ვალდებულებების დასაფარად, ან რამდენიმე თვით მუშაობის გაგრძელების უფლება, რათა შეძლონ უკვე აღებული პროდუქციის რეალიზაცია”, – ამბობენ ოპოციონერი დეპუტატები.
მოვაჭრეებს ასევე გაესაუბრნენ პარტიის “გირჩი – მეტი თავისუფლების” წარმომადგენლები და მხარდაჭერა გამოუცხადეს.
ინფორმაციისთვის, გურამიშვილის ქუჩაზე აკრძავის მიუხედავად გარემოვაჭრეები მაინც გამოჩნდნენ და ვაჭრობა გააგრძელეს. ადგილზე იმყოფეობოდნენ საპატრულო პოლიციისა და გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. აღნიშნული სამსახურის უფროსის, ზვიად ანესაშვილის განცხადებით, დაჯარიმების შემთხვევაში მოვაჭრეებს 50 ლარის გადახდა მოუწევთ, ჯარიმის შემდეგ კი, თუკი ისევ განაგრძობენ გარევაჭრობას, მათ საქონელს კონფისკაცია დაემუქრება.