ახალი ამბები

თვალადსა და ეზატში სარწყავი არხის მოწყობისთვის 33 044 ლარი დაიხარჯება 

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის„ ფარგლებში, კასპის მუნიციპალიტეტის კავთისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში – თვალადსა და ეზატში სარწყავი არხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს. 

“პროექტის ფარგლებში გასუფთავდა ტერიტორია და შესაბამისი საფუძვლის მოწყობის შემდეგ, არხში ანაკრები რკინა – ბეტონის კიუვეტების მოწყობა დაიწყო. სარწყავი არხის მოწყობაზე 33 044 ლარი დაიხარჯება, რომელიც ცენტრალური და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

უწყების ცნობით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის “ფარგლებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კასპის მუნიციპალიტეტს 950 000 ლარი გამოეყო. თანხა მუნიციპალიტეტის 72 სოფელზეა განაწილებული მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები