ქარელის მერია დვანში ხიდის რეაბილიტაციას გეგმავს. შესაბამისი ტენდერი მერიამ უკვე გამოაცხადა და სამუშაოებისთვის 17 000 ლარის დახარჯვას გეგმავს.
აღნიშნული ხიდი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ დვანში მდებარეობს და ის 5 წლის წინ შეკეთდა – 2016 წელს ხიდის რეაბილიტაციაზე 9 000 ლარი დაიხარჯა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხიდი მდინარე ფრონეს ადიდების დროს დაზიანდა.
დატოვეთ კომენტარი