გორის მერმა გამოსცა ბრძანება, რომელიც განსაზღვრავს რეორგანიზაციის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებს.
მერიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ბრძანებაში ვკითხულობთ:
“მერიაში დაწყებული რეორგანიზაციის ფარგლებში, საჭიროა განხორციელდეს რეორგანიზაციის დაგეგმვა და განისაზღვროს განსახორციელებელ ღონისძიებათა გეგმა”.
გეგმა კი ასეთია:
ა) რეორგანიზაციის აუცილებელი სამართლებრივი აქტების ცვლილებების მომზადებისა და ორგანიზაციული სტრუქტურის პროექტის შემუშავების ეტაპი დაიწყოს 2022 წლის 9 ივლისიდან და გაგრძელდეს ერთი თვის განმავლობაში – 2022 წლის 9 აგვისტოს ჩათვლით.
ბ) რეორგანიზაციის აუცილებელი სამართლებრივი აქტების ცვლილებების მომზადებისა და ორგანიზაციული სტრუქტურის პროექტის შემუშავების ეტაპზე შემუშავებილ იქნას შესაბამისი სამართლებრივი აქტების ცვლილებების პროექტები და რეორგანიზაციის შედეგად შესაქმნელი ორგანიზაციული სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის პროექტი, ასევე, საჭიროების შემთხვევაში საკრებულოს სხვა დადგენილებების პროექტები.
გ) ბრძანების 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკრებულოს მიერ განსახილველი სამართლებრივი აქტების პროექტები, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, წარდგენილ იქნას გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის განსახილველად და 2022 წლის 9 აგვისტომდე გადაწყვეტილების მისაღებად.
დ) რეორგანიზაციის დასრულებამდე ერთი თვით ადრე – არაუგვიანეს 2022 წლის 9 აგვისტოს, განისაზღვროს თანამდებობიდან გასათავისუფლებელ მოხელეთა სია (ასეთის არსებობის გამოყენებულია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა/ ელექტრონული შტამპი შემთხვევაში) და ეცნობოთ მათ რეორგანიზაციის შესაძლო შედეგები.
ე) გორის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელი მოხელეების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მობილობა განხორციელდეს გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ტოლფას თანამდებობაზე, არაუგვიანეს 2022 წლის 15 აგვისტოს (აღნიშნულის თაობაზე ბრძანება ძალაში შევიდეს 2022 წლის 9 სექტემბერს), ხოლო ასეთი თანამდებობის ან მოხელის თანხმობის არარსებობისას, სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე მობილობის განხორციელების მიზნით, არაუგვიანეს 2022 წლის 17 აგვისტოს, ეთხოვოს საჯარო სამსახურის ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში არსებულ სხვა საჯარო დაწესებულებაში შესაბამისი ვაკანტური თანამდებობ(ებ)ის მოძიების თაობაზე.
ვ) სხვა საჯარო დაწესებულებაში შესაბამისი ვაკანტური თანამდებობ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში, შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელეების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მობილობის საკითხი, არაუგვიანეს 2022 წლის 31 აგვისტოს, შეთანხმებულ იქნეს ჯერ ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მქონე დაწესებულებასთან, ხოლო შემდგომ დაბალი ვაკანტური თანამდებობის მქონე დაწესებულებასთან.
ზ) ვაკანტური თანამდებობის მქონე საჯარო დაწესებულების მიერ მოხელის მობილობის წესით დანიშვნაზე თანხმობის შემთხვევაში, თანხმობის მიღებიდან ერთი კვირის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2022 წლის 5 სექტემბრისა, აღნიშნული ინფორმაცია შეთანხმებულ იქნეს შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელ მოხელესთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
თ) მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში, შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათავისფლებულ იქნას დაკავებული თანამდებობიდან, მიეცეს კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს 3 თვის ოდენობით და, სურვილის შემთხვევაში, ჩაირიცხოს მოხელეთა რეზერვში. აღნიშნულის თაობაზე ბრძანება გამოიცეს არაუგვიანეს 2022 წლის 9 სექტემბრისა და ძალაში შევიდეს 2022 წლის 9 სექტემბერს.
ი) თუ შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უარს განაცხადებს გორის მუნიციპალიტეტის მერიაში და სხვა საჯარო დაწესებულებაში შეთავაზებული მობილობით სარგებლობაზე, გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან, მიეცეს კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს 1 თვის ოდენობით და ჩაირიცხოს მოხელეთა რეზერვში. აღნიშნულის თაობაზე ბრძანება გამოიცეს არაუგვიანეს 2022 წლის 9 სექტემბრისა და ძალაში შევიდეს 2022 წლის 9 სექტემბერს.
კ) ბრძანების 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკრებულოს მიერ განსახილველი სამართლებრივი აქტების პროექტებში, ამავე სამართლებრივი აქტების ძალაში შესვლის თარიღად განისაზღვროს 2022 წლის 9 სექტემბერი, შესაბამისად, მითითებული სამართლებრივი აქტების საკრებულოს მიერ დამტკიცების შემთხვევაში, რეორგანიზაცია დასრულდეს 2022 წლის 9 სექტემბერს.
შეგახსენებთ, რომ გორის მერიაში რეორგანიზაცია, ლადო ხინჩეგაშვილის ბრძანებით, 9 ივნისს დაიწყო.