ახალი ამბები

ხაშურში მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა “სახალისო ფეხბურთი” ითამაშეს

ხაშურის “ივერიის” განახლებულ სტადიონზე “სახალისო ფეხბურთის” ჩატარდა.

სახალისო აქტივობებში ხაშურის მე-5, მე-7 საჯარო და დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლების მოსწავლეები და მათი სპორტის პედაგოგები მონაწილეობდნენ.

აქტივობებს უძღვებოდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელი მამუკა კვარაცხელია.

“შემდგომ ეტაპზე მუნიციპალიტეტის სხვა სკოლების მოსწავლეებსაც ექნებათ შესაძლებლობა „სახალისო ფეხბურთის“ პროექტში ჩაერთონ”, – განაცხადა მამუკა კვარაცხელიამ.

ღონისძიება ხაშურის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით მოეწყო.

“პროექტის მიზანია ბავშვებმა მარტივად, სახალისო მიდგომების გამოყენებით შეიყვარონ ფეხბურთი, რათა ერთის მხრივ სამომავლოდაც გააგრძელონ სპორტის ამ სახეობაში ვარჯიში, მეორეს მხრივ კი ხელი შეეწყოს მომავალი თაობის სპორტში ჩართულობას”, – ამბობენ მერიაში.

მათივე ინფორმაციით, აქტივობის ყველა მონაწილე სპორტული ეკიპირებით დაჯილდოვდა,

დატოვეთ კომენტარი