დაბა სურამში სასმელი წყლის ჭაბურღილების მოწყობას ითხოვენ. ადგილობრივების ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლებიდან დაპირება რამდენჯერმე მიიღეს, თუმცა ამ დრომდე პრობლემა მოუგვარებელია.
“გვითხრეს ტენდერი მოგებულიაო, ამის შემდეგ არაფერი ახალი არ არის, ვითომ აპრილიდან უნდა დაწყებულიყო გაკეთება, მაგრამ ჯერაც არაფერია გაკეთებული. თბილისშიც ჩავედით, საჩივარი შევიტანეთ, მაგრამ იქიდანაც იგივე პასუხი მივიღეთ, “ჭაბურღილებს გიკეთებენო”. ვნახოთ ერთი, მივალთ მალე ჩიტიაშვილთან დიდი დაპირებებით რომ გამოგვისტუმრა, მაგრამ ერთი თვე დაგვჭირდება მის სანახავად”, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი, ელენე სოლაკი.
სურამელები დიდი ხანია დაბაში არსებული პრობლემების ითხოვენ, ადგილობრივების თქმით, ტურისტულ სეზონს მოუმზადებლები შეხვდნენ, მათი თქმით, სასმელი წყალი ხშირად წყდება, სურამამდე მისასვლელი გზა დაზიანებულია და ინფრასტრუქტურაც მოსაწესრიგებელია.
ამავე თემაზე: დაბა სურამი ტურისტულ სეზონს უწყლოდ ხვდება – მოსახლეობა
ტურიზმი ინფრასტრუქტურის გარეშე – რა პრობლემებია სურამში
ინფორმაციისთვის, სურამში წყალმომარაგების სისტემის მონტაჟისთვის ტენდერი საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ 2018 წელს გამოცხადდა, ტენდერში გამარჯვებულად კომპანია “ინდივიდ-პარტნიორი” გამოცხადდა, რომელმა დაბა სურამში, ბაიანთხევსა და გვერდისუბნის დასახლებებისათვის წყალმომარაგების სისტემის მოწყობა 1 115 036 ლარად იკისრა, თუმცა აღნიშნულ კომპანიას სამუშაოები ამ დრომდე არ დაუსრულებია და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადას 935 დღით გადააცილა.