ახალი ამბები

ქარელის სკოლების 104 მოსწავლე წარჩინებით სწავლისთვის ლეპტოპს მიიღებს

104 წარჩინებულ მოსწავლეს ქარელის მუნიციპალიტეტის სკოლებიდან ლეპტოპებს გადასცემენ, – ამის შესახებ “მოზაიკას” ქარელის რესურსცენტრის ხელმძღვანელი გიორგი კობახიძემ უთხრა. 

მისი ინფორმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტში 9 კლასი დაახლოებით 300-მა მოსწავლემ დამთავრა, რომელთაგან წარჩინებულები ლეპტოპებით დაჯილდოვდებიან. 

“ლეპტოპები უკვე გამომგვიგზავნა სამინისტრომ და გადანაწილებულია იმ სკოლებში, სადაც წაჩინებული მოსწავლეები სწავლობენ. უახლოეს პერიოდში მასწავლებლები თავიანთ წარჩინებულ მოსწავლებს კომპიუტერებს თვითონ გადასცემენ.”

“მოზაიკა” გთავაზობთ მონაცემებს, თუ რომელი სკოლა რამდენ მოსწავლეს გადასცემს ლეპტოპს:

  • ძლევიჯვრის საჯარო სკოლა – 2 მოსწავლე;
  • ქარელის პირველი საჯარო სკოლა -13 მოსწავლე;
  • ქარელის მეორე საჯარო სკოლა -14 მოსწავლე;
  • აგარის საჯარო სკოლა – 12 მოსწავლე;
  • ბებნისის საჯარო სკოლა – 6 მოსწავლე;
  • ბერძენაულის საჯარო სკოლა – 3 მოსწავლე;
  • დირბის საჯარო სკოლა – 5 მოსწავლე;
  • ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლა – 1 მოსწავლე;
  • თამარაშენის საჯარო სკოლა – 2 მოსწავლე;
  • კეხიჯვარის საჯარო სკოლა – 8 მოსწალე;
  • რუისი პირველი საჯარო სკოლა – 4 მოსწავლე;
  • რუისის მესამე საჯარო სკოლა – 4 მოსწავლე;
  • ურბნისის საჯარო სკოლა – 5 მოსწავლე;
  • საღოლაშენის საჯარო სკოლა – 5 მოსწავლე;
  • ქვემო ხვედურეთის სკოლა – 3 მოსწავლე;
  • ქვენატკოცის საჯარო სკოლა -10 მოსწავლე;
  • ხეობას საჯარო სკოლა – 1 მოსწავლე;
  • ბრეთის მეურნეობის საჯარო სკოლა – 3 მოსწავლე;
  • ფცის საჯარო სკოლა – 2 მოსწავლე;
  • რუისის მეორე საჯარო სკოლა – 3 მოსწავლე;

ინფორმაციისთვის განათლების და მეცნიერების სამინისტრო კომპიუტერების გადაცემას ყოველ წლიურად ახორციელებს, პროგრამის ” ჩემი პირველი კომპიუტერი” ფარგლებში.

დატოვეთ კომენტარი