12 ივლისს ლომჭაბუკის სკვერის მიმდებრედ მომღერალი თამარ კაკალაშვილი კონცერტს გამართავს.
ღონძიება გორის მუნიციპალიტეტის კულტურის ტურიზმის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტოს მიერ არის ორგანიზებული, რომელიც საზაფხულო პროექტების ფარგლებში დაგეგმილი ცეკვის კონკურსის JUST DANCE-ის მოწყობას გულისხმობს, რომლის წამყვანიც თამარ კაკალაშვილი იქნება. კონკურსის დაწყებამდე კი მომღერალი რამოდენიმე სიმღერას შეასრულებს.
სააგენტოს ცნობით, კონკურსი X-Box ის საშუალებით გაიმართება და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
“კონკურსის დაწყებამდე გაიმართება მომღერალ თამარ კაკალაშვილის კონცერტი. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს კულტურულ აქტივობებში ახალგაზრდების ჩართულობას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას და ჯანსაღი გართობის წესის ხელშეწყობას” – განმარტავენ სააგენტოში
თამარ კაკალაშვილს გორის კულტურისა და ტურიზმის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტო 1200ლარს გადაუხდის.