ხაშურელმა თეკლა კაპანაძემ, დიდი ბრიტანეთის და ისრაელის შემდეგ, ესპანეთის საზაფხულო “სკოლა-ბანაკში” მიიღო მონაწილეობა.
თეკლა ხაშურის სამუსიკო სკოლის მე 5 კლასის მოსწავლეა. მისი პედაგოგი ფატი სადაღაშვილის თქმით მას მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა კონკურსებში.
“სამუსიკო სკოლაში ბორჯომიდან დადის და ვიოლინოს სწავლობს, ძალიან ნიჭიერი ბავაშვია მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა კონკურსებში,რაც შეეხება ბარსელონაში გამართულ კონკურს ეს არის ინტერნაციონალური საბავშო კონკურსი სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ბავშვები მონაწულეობენ,თეკლამ ამ კონკურსის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტით მოიძია,გაგზავნა თავისი მონაცემები მოეწონათ ვიდეო და ჩასვეს ანსაბლში”, – ამბობს ფატი სადაღაშვილი
თეკლა კაპანაძეს სხვადასხვა წლებში მიიღო მონაწილეობა ბრიტანულ კონკურსში “გოლდენ თაიმი”, ისრაელის კონკურსში “ჩრდილოეთის ნათება” და თურქეთის კონკურსში.