ახალი ამბები

შიდა ქართლში ქართულის გამოცდაზე 39 აბიტურიენტი არ გამოცხადდა / 05.07.2022

დღეს გორში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე ეტაპი ჩატარდა.

გორის საგამოცდო ცენტრის წარმომადგენლის, თინათინ გვერდწითელის თქმით, დღევანდელ გამოცდაზე 39 აბიტურიენტი არ გამოცხადდა.

“ორივე სესიამ მშვიდად ჩაიარა, დაგვიანების შემთხვევა არ ყოფილა. პირველ სესიაზე დარეგისტრირებული იყო 463 აბიტურიენტი, მაგრამ 443 გამოცხადდა, ხოლო მეორე სესიაზე იყო 462 აპლიკანტი და 443 მათგანი გავიდა გამოცდაზე”, – ამბობს გვერდწითელი.

დატოვეთ კომენტარი