ქარელში მდებარე ტურისტული ცენტრი ისევ დაკეტილია. მიუხედავად იმისა, რომ მისი გახსნის თარიღად 1 ივლისი დაანონსდა, შენობა დღემდე უფუნქციოა.
როგორც ქარელის მერიის ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ეგნატაშვილი ამბობს, ცენტრის გაჭიანურების მიზეზი დასაქმების მსურველთა ნაკლებობაა.
“კონკურსი იყო გამოცხადებული, მაგრამ განაცხადებები არ შემოსულა. კადრების შერჩევა მარტივი იქნებოდა, მუშაობის მსურველები რომ ყოფილიყვნენ”, – გვითხრა ეგნატაშვილმა.
ინფორმაციისთვის, ცენტრის თანამშრომელთა შესარჩევი კონკურსი ორი კვირის წინ გამოაცხადა.
ამავე თემაზე: ქარელის ტურისტული ცენტრი, რომლის აშენებაზე 40 000-მდე ლარი დაიხარჯა, ისევ არ ფუნქციონირებს
შეგახსენებთ, რომ ქარელში ტურისტული ცენტრი 2 წლის აშენდა, რისთვისაც 40 000 ლარამდე დაიხარჯა.