ხაშურში, „ზემო სერის“ ტყე-პარკის რეაბილიტაციისთვის, ხაშურის მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რომლის ღირებულებაც 803 897 ლარს შეადგენს
“მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველთან შეათანხმოს მასალების იერსახე და ვალდებულია სამუშაოები აწარმოოს კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად”, – ნათქვამია სატენდერო ხელშეკრულებაში
სამუშაოს შესრულების ვადა განსაზღვრულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 კალენდარული დღით. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 3 დღის ვადაში.
ამავე თემაზე: როგორი იქნება ზემო სერის ტყე-პარკი აღდგენის შემდეგ – ფოტოები
წინადადების მიღება იწყება 2022 წლის 21 ივლისს და გრძელდება 26 ივლისამდე.
დატოვეთ კომენტარი