ახალი ამბები

გორის საკრებულოს თავმჯდომარის სოლიდარობა დიტო სამხარაძეს

გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე სოლიდარობას უცხადებს საკუთარ თანაგუნდელ დიტო სამხარაძეს, რომელმაც პროევროპული აქციის მონაწილეებს აგინა და ამის ამსახველი ვიდეო ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. 

მხარდაჭერა და სოლიდარობა სჭირდება, იმიტომ რომ ლანძღავდნენ. მეც ვიყავი იგივე მდგომარეობაში გახსოვთ ალბათ სარალიძემ, რომ შემაგინა და მერე მეც შევაგინე, რა ხდებოდა, გეგონება სარალიძე ანგელოზი იყო, გამოვიდა კაცი მდგომარეობიდან და შეიგინა, მე იმას კი არ ვამბობ, რომ გინება კარგია, დიტო პატრიოტი კაცია და გამოვიდა მდგომარეობიდან.”

რაზმაძის თქმით, დიტო სამხარაძესთან ახლო ურთიერთობა 2011 წლის შემდეგ ჩამოუყალიბდა. 

“დიტოსთან ვმეგობრობ, 2011 წელს გავიცანი. ჩამოდის ხოლმე აქაც, რეგიონალური ხელმძღვანელია პარტიის და აქედან გამომდინარე გვაქვს ახლო ურთიერთობა. დიტოს საქციელი შეიძლება არ არის მისაღები, მაგრამ მხარდაჭერა იმიტომ გამოვხატე, რომ დაესივნენ და ლანძღვა-გინება დაუწყეს. კაცია ადამიანი, მანქანა ხომ არ არის?! ან შეიგინება ან რაღაცას ჩაიდენს. აფექტის მდგომარეობაში იყო. დიტო ძალიან წესიერი ადამიანია და გამიკვირდა კიდეც რომ გამოვიდა მდგომარეობიდან.”

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.