ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში შიდა გზების მოწყობისთვის 588 000 დაიხარჯება. შესაბამისი სამუშაოები უკვე დაწყებულია.
ხაშურის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი უკვე დაიგო, ახლა კი სანიაღვრე არხების მოწყობა მიმდინარეობს.
“ამ ეტაპზე მიმდინარეობს იმ უბნების მოწყობა, რომლებითაც ადგილობრივი მოსახლეობა ინტენსიურად სარგებლობს”, – აცხადებს ხაშურის მერია.
დატოვეთ კომენტარი