ახალი ამბები

ხაშურის მერია ცოცხანამდე და ქემფრამდე მისასვლელი გზის მოწყობისთვის 4 მილიონზე მეტს დახარჯავს

ხაშურის მერია სოფელ ცოცხანამდე და სოფელ ქემფრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 4 599 999 ლარის დახარჯვას აპირებს. 

ამ ეტაპზე ასფალტის პირველი ფენის დაგების სამუშაოები ხორციელდება.

უწყების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ასფალტის საფარის დაგება, მილ-ხიდებისა და სანიაღვრეების მოწყობა. გარდა ამისა, დაიდგმება და დაიხაზება საგზაო ნიშნები.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონალური განვითარების ფონდიდან არის დაფინანსებული.

დატოვეთ კომენტარი