ქარელის მუნიციპალიტეტში სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა. აღდგენილ სისტემაში წყალი გაშვებულია.
“ჩატარებული სამუშაოების შედეგად, შიდა ქართლში 3 240 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა”, – ნათქვამია სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში:
- 28.4 კილომეტრამდე სიგრძის მაგისტრალური არხის და წყალგამანაწილებლების რეაბილიტაცია ჩატარდა;
- მოეწყო რკინაბეტონის ღარები;
- ჰიდროტექნიკური ნაგებობები;
- წყალმზომები.
დატოვეთ კომენტარი