დასუფთავების სამსახურს ნაგავი დროულად არ გააქვს, – ჩივიან აგარაში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებლები.
“კვირის განმავლობაში, ერთხელ მოდიან, შაბათ-კვირას კი საერთოდ არ დადიან. სავსე ურნები დგას ასე ქუჩაზე. თავსახურებიც მოხსნენს თვითონ დასუფთავების სამსახურის ხალხმა და სიცხეში ნაგავს სუნი ასდის. ის თავსახურები მაინც მოიტანონ უკან, რომ ურნას დავაფაროთ. საერთოდ აგარაში უმეტეს ქუჩაზე ასეთი ვითარებაა”, – გვიყვება დალი მულაძე.
დატოვეთ კომენტარი