სურამში მცხოვრები დოდო ხუჭილავა, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან თავს დაზარალებულად თვლის და კომპენსაციის სახით 20 000 ლარს ითხოვს.
ხუჭილავა ამბობს, რომ გიორგი გურასპაშვილის მერობის პერიოდში, 2020-2021 წლებში, სურამში წყალგაყვანილობის სამუშოები უხარისხოდ შესრულდა, რამაც მისი საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოიწვია.
ხუჭილავა მერიის მხრიდან კომისიის შექმნას, ზარალის შესწავლას და ანაზღაურებას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამბობს რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას სასამრთლოში უჩივლებს.
,,ჩემი სახლის წინ ისე უხარისხოდ შეასრულეს წყალგაყვანილობის სამუშაოები, რომ წყალი ჩემს სახლში ჟონავდა, რის გამოც დამიზიანდა სახლი. მაშინდელ მერთან, გია გურასპაშვილთან მქონდა უსიამოვნო საუბარი ამ საკითხზე. მოვითხოვ შეიქმნას კომისია, დადგინდეს ზარალი და როგორც წესიერ ქვეყნებში ხდება, იყოს ეს ზარალი ანაზღაურებული,”- ამბობს დოდო ხუჭილავა.
აუნაზღუარებს თუ არა მოქალაქეს ზარალს ხაშურის მერია, ამ დროისთვის უცნობია. ხაშურის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი, წინამორბედის მერობის პერიოდში უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების შედეგად დაზარალებული მოქალაქის საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.