ქარელში, სოფელ კეხიჯვარში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნახევარ მილიონზე მეტი დაიხარჯება
ქარელის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა და სამუშაოების ღირებულებას 728 890 ლარი განსაზღვრა.
“არსებული მონაკვეთი მთლიანად შედგება სამი ღერძისგან, სამივე ღერძი მდებარეობს სოფელ კეხიჯვარში, მოსაწესრიგებელია სანიაღვრე სისტემა, ეზოში შესასვლელები და მიერთებები, დაახლოებით 3 კმ მონაკვეთზე”, – ვკითხულობთ სატენდერო დოკუმენტაციაში.
კომპანიამ, რომელიც გზის რეაბილიტაციას საკუთარ თავზე აიღებს, სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 91 კალენდარულ დღეში უნდა დაასრულოს.
სატენდერო წინადადების მიღება სრულდება 2022 წლის 15 ივლისის.
დატოვეთ კომენტარი