“არტ-ფოლკ ფესტიდან” “ოქროს ფარის” სტუდიის პატარები ლაურეატის დიპლომებით დაბრუნდნენ.
ანსაბლის ხელმძღვანელის, ნონა თედიაშვილის თქმით, ბავშვებმა დიდი ანსამბლებს ღირსეულად გაუწიეს პაექრობა.
“ძალიან მოინდომეს და გამოუვიდათ კიდეც. ჩვენი სტუდიის პატარებმა მიიღეს სერტიფიკატები მაღალი საშემსრულებლო ოსტატობისთვის, მედლები და ლაურეატის დიპლომები. ეს ჩვენი პატარა მოცეკვავეების პირველი გადადგმული ნაბიჯია წარმატებისთვის.”
ინფორმაციისთვის, საერთაშორისო ფესტივალი “არტ-ფოლკ ფესტი” ქობულეთში ჩატარდა.
დატოვეთ კომენტარი