ახალი ამბები

ჩვენთან ხალხი სულ მიდი-მოდის – მერის მოადგილე “ოცნების” ოფისთან ხალხმრავლობაზე

არანაირი კონტრაქცია არ იგეგმება, – გვითხრა გორის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილმა, რომელიც პარტიის სხვა წევრებთან ერთან, დღეს “ქართული ოცნების” ოფისთან იმყოფებოდა.

“ასეთი ხლმხრავლობა ხშირად არის. ჩვენს ოფისში სულ მიდი-მოდის ხალხი. მეც გავიარე, დავინახე და მივესალმე უბრალოდ”, – გვითხრა თამაზ შიოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს მოძრაობა “სირცხვილიას” წევრები მორიგ შეხვედრას გორში მართავენ, სადაც მოქალაქეებს 3 ივლისს დაგეგმილი აქციის მიზნებს და მნიშვნელობას განუმარტავენ. ამ შეხვედრებში მონაწილეობენ ოპოზიური პარტიებიც.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათი შეკრების პარალელურად, იგეგმება კონტრაქციაც.

დატოვეთ კომენტარი