ახალი ამბები

ქარელელების ნაწილი ვერ იხსენებს, ვინაა მათი მაჟორიტარი დეპუტატი

ქარელელების ნაწილი ვერ იხსენებს, ვინაა მათი მაჟორიტარი დეპუტატი.

“არ ვიცი, ვინაა მაჟორიტარი დეპუტატი. სახელს თუ მეტყვით, შეიძლება მივხვდე”, – ამბობს ქარელში მცხოვრები რუსუდან გულიტაშვილი. 

მისი თქმით, მხოლოდ ის იცის მათი წარმომადგენელი პარლამენტში წარმოშობით ხაშურიდანაა. 

“ვიცი, რომ ხაშურის მხრიდან არის. ხმა “ქართულ ოცნებას” მივეცი. დეპუტატი არა, მაგრამ მერის წარმომადგენელი ყველაფერში გვეხმარება – წყალია თუ სხვა პრობლემაა სოფელში…”

​”ვერ ვიხსენებ, ვინაა ჩვენი მაჟორიტარი”, – ამბობს კიდევ ერთი მოქალაქე, რუსუდან გულიტაშვილი. 

“ქვეყანაში ისეთი დაძაბული მდგომარეობაა, სადღა მახსოვს მისი სახელი. გული დაიღალა ამდენი არეულობით,სიმშვიდეს ვეღარ ვეღირსეთ”, – გვითხრა გულიტაშვილმა. 

ქარელის მოქალაქეებთან პასიურობაში მაჟორიტარ-დეპუტატს ადანაშაულებენ ოპოზიციაშიც. ენმ-ის წევრი, მარიამ ქელეხსაშვილი ამბობს, რომ ბოლო 2 წელია, ზაზა დუგლაძის მიერ ქარელელებთან გამართული შეხვედრის შესახებ არაფერი გაუგია. 

“არ გვახსენდება არც ერთი შეხვედრა, მოსახლეობის პრობლემების მოსასმენად რომ ჩამოსულიყო და ეს გრძელდება ბოლო 2 წელია. არც მაშინ ჩანს, როდესაც ქარელის ან ხაშურის მუნიციპალიტეტში, კონფლიქტის ზონის სოფლებთან ოკუპანტები უკანონოდ ითვისებენ მოსახლეობის მიწებს”.

როგორც ქარელის მაჟორიტარი დეპუტატის ზაალ დუგლაძის წარმომადგენელმა ქარელის ბიუროდან გვითხრა, დეპუტატს ქარელში ჩასვლის განსაზღვრული დღეები არ აქვს.  

“მისი არყოფნის დროსაც, ბიურო მუშაობს აქ და  მოსახლეობის მომარრთვიანობაც მაღალია, დღეში 3-4ადამიანიც მოსულა და მიგვიღია, ჩაგვინიშნავს მათი პრობლემები და გადაგვიცია დეპუტატისთვის”.

როგორც მან გვითხრა, მოქალაქეები ძირითადად სამკურნალო ხარჯების დაფინანსების თხოვნით მიმართავენ. 

შეგახსენებთ, რომ ცესკოს მონაცემებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ზაალ დუგლაძემ ხმების 91,72% მიიღო. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი