ახალი ამბები

სტადიონი, რომელიც გორში 4 წლის წინ გაკეთდა, ნაგავსაყრელად იქცა – ფოტოები

სპორტული სივრცე, რომლის რეაბილიტაციისთვის ათასობით ლარი დაიხარჯა, დანაგვიანებული და დაზიანებულია.

სტადიონი და გასახდელი ოთახები გორში, ვერხვების დასახლებაში მდებარეობს. ადგილზე არსებული ვითარების ამსახველი ფოტოები “მოზაიკამ” გადაიღო.

ადგილზე ინფრასტრუქტურა დამტვრეულია, სტადიონი კი – დანაგვიანებული.

აღნიშნულ სტადიონს რეაბილიტაცია 2017 წელს, სხვა სტადიონებთან ერთად ჩაუტარდა. სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით განხორციელდ და 10 სტადიონის რეაბილიტაციისთვის 1 300 000 ლარი დაიხარჯა, საიდანაც გორის მერიის წილი 290 ათას ლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი