ახალი ამბები

მერიის ა(ა)იპ-ების თანამშრომლები, რომლებიც გორში კონტრაქციებს აწყობდნენ – არასრული სია

დღეს ყველა იმ ადგილას, სადაც სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერი დეპუტატები მოსახლეობას ხვდებოდნენ, ვითარება იძაბებოდა. მიზეზი ადგილზე “ქართული ოცნების” წევრების მობილიზაცია იყო, რომლებიც მოქალაქეებთან შესახვედრად მისულ პოლიტიკოსებს საუბრის შესაძლებლობას არ აძლევდნენ და ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობაში ადანაშაულებდნენ.

ვითარება რამდენჯერმე კამათს გასცდა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

“მოზაიკა” გთავაზობთ იმ ადამიანების არასრულ სიას, რომლებიც დღეს გორსა და ერგნეთში კონტრაქციებს მართავდნენ:

  • ვოვა ჯანეზაშვილი – სპორტის სააგენტოს თანამშრომელი
  • მაია შკუბულიანი – კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს თანამშრომელი
  • უჩა მშვიდობაძე – კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს თანამშრომელი
  • გელა მამუკაშვილი – კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს იურისტი
  • კახა ედიშერაშვილი – ქართული ოცნების წევრი

ვითარების დაძაბვამდე, ეს ადამიანები “ქართული ოცნების” სხვა წევრებთან ერთად, პარტიის გორის ოფისთან იმყოფებოდნენ. ადგილზე მათთან ერთად იყო გორის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი, რომელმაც “მოზაიკას” უთხრა, რომ არანაირი კონტრაქცია მოსალოდნელი არ იყო.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობის შესახებ, შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება. ეს იდეა მოძრაობა “სირცხვილიას” უკითვნის, რომელმაც ქვეყანაში 3 ივლისის მასშტაბური აქცია დაანონსა. ამ შეხვედრები ოპოზიური პარტიებიც მონაწილეობენ.

დატოვეთ კომენტარი