ახალი ამბები

აგარაში არსებობს აგვისტოს ომის გმირის სახელობის ქუჩა, რომელიც სარეაბილიტაციოა

ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარაში, მოსახლეობა აგვისტოს ომის გმირის გიორგი ძირტკბილაშვილის ქუჩის რეაბილიტაციას ითხოვს. 

“გმირი ჯარისკაცის ქუჩა როგორ შეიძლება, რომ ასე გამოიყურებოდეს. ჩვენი მრავალგზის თხოვნის მიუხედავად, რომ დაეგოთ ჩვენს ქუჩაზე ასფალტი, არაფერი გააკეთეს. არადა, ამ საკითხზე ვესაუბრეთ ქარელის მერსაც და სოფლის დეპუტატსაც”, – გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა, ცირა თოთლაძემ. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ ქუჩაზე გადაადგილება განსაკუთრებით ნალექიან ამინდებში რთულდება. 

“გმთელი უბნის მოსახლეობის სახელით გთხოვთ თქვენ მაინც მოგვაქციეთ ყურადღება. არ ესმით ჩვენი. გულიაშვილსაც მივმართეთ, მაგრამ იგნორია. მალე შემოდგომა მოვა და ტალახში მოგვიწევს ისევ სიარული”.

დატოვეთ კომენტარი