ქარელში, ვაჟა -ფშაველას ქუჩაზე საკანალიზაციო ჭებს თავსახურები მოპარეს. ადგილობრივების თქმით, მსგავსი შემთხვევა გასულ წელსაც მოხდა.
“შაარშან დაახურეს, წელს კი ისევ მოიპარეს. სანამ ვინმე არ ჩავარდება შიგნით, არავინ იზრუნებს”, – ამბობს ადგილობრივი.
ქარელის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნიშნულზე რეაგირება მათ მოვალეობებში არ შედის.
“ჩვენს არ გვეხება საკანალიზაციო ჭები, არც მსგავი შემთხვევის შესახებ გამიგია რამე. წყალკანალს უნდა მიმართოთ და ისინი გაგცემენ პასუხს”, – გვითხრა ალექსი ჯოჯიშვილმა, ქარელის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა.
“მოზაიკა” წყალმომარაგების კომპანიას დაუკავშირდა. უწყებაში განმარტეს, რომ ფაქტის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივ მენეჯერს გადასცემენ და და პრობლემას უახლოეს პერიოდში მოაგვარებენ.