ახალი ამბები

ქარელში ადგილობრივები შოთას წყაროსთან ნაგვის ურნების დადგმას ითხოვენ

ქარელში ადგილობრივები შოთა რუსთაველის წყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე ნაგვის ურნების განთავსებას ითხოვენ.

ერთ-ერთი ადგილობრივის, ილია შერმადინის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ნაგვის ურნების არ არსებობის გამო, იქ მისული მოსახლეობა ნარჩენებს ადგილზე ტოვებს.

“შოთას წყაროს მიმდებარედ ჩვენი ბაღებია და ყოველდღიურად ვხედავთ, თუ რა მდგომარეობაა ამ ტერიტორიაზე. ადგილზე არ არის ურნები. შესაბამისად, აქ მოსული დამსვენებელი ნარჩენებს იქვე ტოვებს. დასუფთავების სამსახური ამაზე არ რეაგირებს, ამიტომ ადგილობრივებმა გადავწყვიტეთ საკუთარი ძალებით დაგვესუფთავებინა ტერიტორია და გაგვეტანა ნაგავი. თუ ურნები არ განთავსდა, იგივე მდგომარეობა დაგვხვდება რამოდენიმე დღეში, ამიტომ ვთხოვთ შესაბამის უწყებას, რომ რეაგირება მოახდინოს”, – ამბობს ილია შერმადინი.

დატოვეთ კომენტარი