ახალი ამბები

საცხოვრებელი მისამართისა და კანალიზაციის გარეშე

ავტორი: ანი ბლიაძე

“სასწრაფო, ტაქსი, სახანძრო, პოლიცია ვერ გვაგნებს, რადგან ბინას არ გააჩნია ნომერი”, – ამბობენ კომბინატის დასახლებაში არსებული, ერთ-ერთი ბინის მაცხოვრებლები.

ადგილობრივების თქმით, იძულებულები არიან ტაქსის ან სასწრაფო დახმარების გამოძახების შემთხვევაში ახლომდებარე ქუჩის მისამართი უთხრან.

აღნიშნული კორპუსი კომბინატში, სუპერმარკეტის “ორი ნაბიჯი” გვერდით მდებარეობს. მოსახლეობა ამბობს, რომ უკვე დიდი ხანია ეს პრობლემა აწუხებთ.

“სასწრაფოს გამოვიძახებთ თუ სახანძროს ვერავინ აგნებს, ამიტომ იძულებულები ვართ გავიდეთ ბინის უკან ან ვუთხრათ, მობრძანდნენ ბაქოს N3 – ის უკან” , – ამბობს ეთო ბუჩუკური.

ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ გარდა აღნიშნულისა, კორპუსში კანალიზაციისა და სასმელი წყლის პრობლემაცაა.

“2021 წელს შევიტანეთ განაცხადი ამხანაგობის გაკეთებაზე, მაგრამ უარი გვითხრეს. როცა წვიმს სახლებში ვეღარ შევდივართ, ან თუ შესულები ვართ, უკან ვეღარ გამოვდივართ”, – ამბობს მარეხი სეხნიაშვილი.


მასალა მომზადებულია პროექტის “სამოქალაქო ჟურნალისტიკა ქალების გაძლიერებისთვის” ფარგლებში. “მოზაიკა” პროექტს ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველები” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
დატოვეთ კომენტარი