ახალი ამბები

სოფელ ხვედურეთთან ავარია მოხდა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვედურეთთან ავარია მოხდა. “მერსედესის” მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ელექტრო ენერგიის ბოძს შეეჯახა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლმა ავტომობილიდან გადმოსვლა შეძლო, თუმცა ავტომობილის გამოყვანას ვერ ახერხებს.

“ელექტრო ენერგიის ბოძი შეჯახებისას მოწყდა და მანქანას დაეცა. საბედნიეროდ, მძღოლი გადარჩა, მაგრამ მანქანის ვერ გამოჰყავს”.

ადგილზე პოლიცია მუშაობს.

დატოვეთ კომენტარი