ახალი ამბები

ქარელში დავაარსოთ თეატრი – ვასიკო ბაქრაძე, “საქართველოსთვის”

პარტია “საქართველოს” წევრს ქარელში თეატრის დაარსების იდეა აქვს. ინიციატივა მან საკრებულოს სხდომაზე გააჟღერა. 

ქარელში დაიბადა ცნობილი საზოგადო მოღვაწე გიორგი არადელი-იშხნელი, რომელიც ცნობილია არა მარტო მუნიციპალიტეტში, არამედ მთელ საქართველოში. ამიტომ კარგი იქნება, თუ მისი სახელობის თეატრს დავაარსებთ”, – ფანაცხადა ვასიკო ბაქრაძემ. 

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ფიქრობს, რომ ეს გიორგი არადელი-იშხნელის ღვაწლის დაფასება იქნება.

“გიორგი არადელმა ქარელში მოყვარულთა თეატრს ჩაუყარა საფუძველი. ჩემი წინაპრებისგანაც მსმენია, თუ რამდენი სპექტაკლები იდგმებოდა მისი თაოსნობით. მართალია, მაშინ პროფესიონალი მსახიობები არ იყვნენ ქარელში, მაგრამ მოყვარულები აქტიურად იყვნენ ჩართულები თეატრალურ ცხოვრებაში.”

ვასიკო ბაქრაძის თქმით, თეატრის დაარსება დიდ ხარჯებთან არაა დაკავშირებული. 

“თეატრის დაარსება არ იქნება დიდ ხარჯებთან დაკავშირებული. ჩვენ ამ ადამიანთან პირმართლები რომ ვიყოთ და არ იფიქრონ, რომ მისი ღვაწლი არ დავაფასეთ, გავხსნათ მისი სახელობის თეატრი ,მითუმეტეს რომ ამის რესურსი გვაქვს”, – აღნიშნა ვასიკო ბაქრაძემ.

დატოვეთ კომენტარი