ქარელის საკრებულოს წევრმა “ლელოდან”, ზურაბ ლეკიშვილმა საკრებულოს განცხადებით მიმართა. სადაც რუისში და ურბნისში სასმელი წყლის და კანალიზაციის სისტემების მოწყობას ითხოვდა.
ლეკიაშვილის მიერ საკრებულოს სხდომაზე ამ ინიციატივის გაჟღერებას კამათი მოჰყვა.
“ეს არის პოპულისტური განაცხადი, რაც შენი უფროსის მამუკა ხაზარაძისგან მოდის. მაქვს ინფორმაცია, რომ თქვენ და თქვენი ლიდერები სოფელ ურბნისში იყავით და მოსახლეობასთან შეხვედრისას ამ საკითხზე იყო საუბარი. მარტო ლაპარკობთ, იმას კი არ ანგარიშობთ მერიამ, რომლის ბიუჯეტიც 22 მილიონია, 97 მილიონი ლარი საიდან უნდა მოიტანოს, დავიანგარიშეთ და ზუსტად ამდენი სჭირდება მაგ სოფლებში სასმელი წყლის და კანალიზახციის გაკეთებას”, – უთხრა ლეკიაშვილს გია კუთხაშვილმა, რომელიც ქარელის საკრებულოში ქონების მართვის და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარეა.
მისივე თქმით, ამ სოფლებში მოსახლეობა უწყლოდ არ არის და ჭებით სარგებლობენ.
“მოვა მაგის დროც და მაგ პრობლემასსც მივხედავთ”, – თქვა კუთხაშვილმა.