ახალი ამბები

გაფუჭებული შადრევანი გორში, რომლის არც აღდგენის და არც დემონტაჟის გეგმა არ არსებობს

გორის ცენტრში მდებარე შადრევანი გაფუჭებულია. იმის მიუხედავად, რომ შადრევნის ჩართვას არც წელს აპირებენ, მის მოპირკეთებაზე თანხას ადგილობრივი ბიუჯეტიდან რეაგულარულად ხარჯავენ.

“წყლის სისტემაა გაფუჭებული. ჩართვას აზრი არ აქვს, რადგან წყალი მაინც აქეთ-იქით გადმოვა და გუბე დადგება”, – უთხრა “მოზაიკას” გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელმა.​

არსებული ინფორმაციით, შადრევნის დემონტაჟის გეგმა არ არსებობს. უცნობია იმ თანხის ზუსტი ოდენობა, რომელსაც მერია დროდადრო მისი ფასადის აღდგენისთვის ხარჯავს.

“მის გარშემო რომ იყრება ფილები და ზიანდება ბორდული, მაგას ვარემონტებთ ხოლმე”, – უთხრეს “მოზაიკას”.

შეგახსენებთ, რომ გორის ცენტრში, იუსტიციის სახლის წინ მდებარე შადრევნის მოწყობა 600 000 ლარი დაჯდა. ის წინა ხელისუფლების დროს, 2007 წელს აშენდა. 2011 წელს კი მისი რეაბილიტაციისთვის 5 275 ლარი დაიხარჯა.

აღსანიშნავია, რომ შადრევანს “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში, პრტაქტიკულად არ უმუშავია, თუმცა ამ დრომდე მისი არც დემონტაჟის და არც აღდგენის საკითხი არ გადაწყვეტილა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.