ხაშურის მე -7 საჯარო სკოლა ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებულია.
ხაშურის რესურცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ფინალური შეხვედრა ქუბულეთში გაიმართა. თამაშში 29 სკოლა მონაწილეობდა.
“პირველ ადგილზე გავიდა ხაშურის მე -7 საჯარო სკოლა, მეორეზე – ოსიაურის საჯარო სკოლა, ხოლო მესამე ადგილი დაიკავა ხაშურის მე-3 საჯარო სკოლამ”, – გვითხრა ზვიად გოგუაძემ.
ინტელექტუალური თამაში ხაშურის მერიის და რესურსცენტრის ერთობლივი პროექტია და მასში მხოლოდ ხაშურის მუნიციპალიტეტის სკოლები მონაწილეობდნენ.
დატოვეთ კომენტარი