ახალი ამბები

სასაფლაოსაც ვკარგავთ – ოკუპანტები ხურვალეთში კოშკურას აშენებენ

“მტკაველ-მტკაველ მიაქვთ ჩვენი მიწა-წყალი”, – აცხადებს ხურვალეთში მცხოვრები ლუდა სალია. მისი თქმით, ოკუპანტებმა რამდენიმე დღის წინ სათვალთვალო მობილური კოშკი დადგეს და ამჯერად, კოშკურასაც აშენებენ, რითიც ავტობანს გააკონტროლებენ.

“ახლა კომფორტი მოიწყეს და აშენებენ კოშკურას, რითიც გააკონტროლებენ ავტობანს. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მხოლოდ ავტობანიდან შემოსასვლელი გზა არის ერთადერთი თავისუფალი, დანარჩენი ჩვენ აქეთ ფეხის გადგმის საშუალება არ გვაქვს. ჩვენ აქეთ ვერ მივდივართ ჩვენს ნაკვეთებში, ვერ ვამუშავებთ, ესენი ყველაფერი წართმეული გვაქვს. ბოლო-ბოლო ისიც გააკეთეს, რომ სასაფლაოზე ასვლაც საშიში გახდა. მანამდეც საშიში იყო, დაკრძალვის დროს პოლიცია მიჰყვებოდა ხოლმე ჭირისუფლებს, რომ ვინმე არ გაეტაცათ. ახლა ალბათ იმ ზედა სასაფლაოზე ვეღარც ავალთ, რადგან იქ დგანან რუსები, ის ტერიტორიაც წაიღეს”, – აცხადებს ლუდა სალია.

ინფორმაციას ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც. სუს-ის ინფორმაციით, ამოქმედებულია ევროკავშირის ცხელი ხაზი და საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.