კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ საბავშვო ატრაქციონების შესყიდვის მიზნით, ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 57 401 ლარია.
არსებული ინფორმაციით, საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება კასპის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში: ბორტა, გამდლიწყარო, მრგვალი ჭალა და თეძმისხევი.
“2-ადგილიანი საქანელა, სასრიალოკიბით და ჩამოსასრიალებლით, აიწონა-დაიწონა ორადგილიანი, სათამაშო ზამბარაზე”, – ეს ის ატრაქციონებია, რომელსაც კასპის მერია აღნიშნული 4 სოფლისთვის ყიდულობს.
ტენდერზე წინადადებების მიღება 27 ივნისს დასრულდება.
დატოვეთ კომენტარი