ახალი ამბები

“ჰოსპიტალი 3 თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზს ვერ ასაბუთებს”

პრაქტიკულად მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს, რომელიც დასაბუთებოდა ამ ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი – გვითხრა “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტმა ალექსი მერებაშვილმა, რომლიც დახმარებითაც სამხედრო ჰოსპიტალის 3 თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლებას სასამართლოში ასაჩივრებს. 

“მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენი სარჩელები ძირითადი მოთხოვნის ნაწილში, რაც სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას გულისხმობს, დაკმაყოფილდება. რაც შეეხება აღდგენის ნაწილს, აქ მოსამართლის შეხედულობაზეა დამოკიდებული. შესაძლოა დააკისროს ჰოსპიტალს მათი აღდგენა, ხოლო თუ მოსამართლე ჩათვლის, რომ აღდგენა ვერ ხერხდება, მაშინ სანაცვლო კომპენსაცია დაეკისრება მოპასუხეს”, – გვითხრა მერებაშვილმა. 

ამავე თემაზე: სამხედრო ჰოსპიტლიდან 20-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლეს 

შეგახსენებთ, რომ ჰოსპიტალმა 20-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა. მათგან 3-მა დახმარებისთვის “ადამიანის უფლებათა ცენტრს” მიმართა და სასამართლო დავა დაიწყო. სამივე მათგანი, წლების განმავლობაში, ჰოსპიტალის ადმინისტრაციის თანამშრომელი იყო. 

დატოვეთ კომენტარი