ახალი ამბები

“ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ თუ რამე გაინტერესებთ, წერილობით უნდა მოგვმართოთ”

“ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ თუ რამე გაინტერესებთ, წერილობით უნდა მოგვმართოთ”, – ეს იყო დღეს ქარელის მერიის პასუხი ყველა იმ კითხვაზე, რომელიც უწყების მისამართით “მოზაიკას” ჟურნალისტებს ჰქონდათ.

“ვესაუბრე ხელმძღვანელობას და უარი მითხრეს, რომ თქვენს კითხვებზე ასე [ზეპირად] გიპასუხოთ. გადაწყვეტილებაა, რომ ყველა კითხვაზე მოგვწეროთ წერილი და შესაბამის დროში, გაგცემთ პასუხს”, – გვითხრა ქარელის მერიის პრესსამსახურის თანამშრომელმა, ნათია დულარიძემ.

ინფორმაციისთვის, ოფიციალური წერილის მიწერის შემთხვევაში, უწყებას პასუხის დასაბრუნებლად 10 სამუშაო დღეს აქვს. ეს ვადა კი ამბების ოპერატიულად გაშუქებას ხელს უშლის, რაც ოპოზიციის თქმით ადგილობრივი ხელისუფლებას მიზანია.

“ეს ყოვლად მიუღებელია და შერჩევითი დამოკიდებულების სახეს იღებს. მე დაზუსტებულად ვერ გეტყვი ვისგან იღებენ დავალებებს, მაგრამ შერჩევით რომ ხდება ხელოვნური ბარიერის შექმნა, ფაქტია”, – გვითხრა მარიამ ქელეხსაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.