ახალი ამბები

ხაშურის საკრებულოს წევრის შემოსავალი 2 წელში 3 მილიონი ლარით გაიზარდა

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ლევან გამრეკელის შემოსავალმა გასულ წელს 3 229 892 ლარი შეადგინა, ხოლო 2020 წელს 50 020 ლარმა.

ლევან გამრეკელმა 2020 წელს შემოსავალი მიიღო სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაციიდან, ბიზნესიდან და ასევე ხელფასიდან.

2022 წლის დეკლარაციაში ასახულია განსხვავებული რიცხვები. გამრეკელმა ფერმიდან შემოსავლის სახით 50 000 ლარი მიიღო, ბიზნესიდან კი, 3 171 818 ლარი. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საჯარო რეესტრის ბიუროში რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ, ის ასევე ფლობს კომპანიას შპს ლე გა საქართველო.

აღსანიშნავია ისიც, რომ ლევან გამრეკელმა დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს ქველმოქმედებაში 300 000 ლარი დახარჯა.

გამრეკელის მიერ, 2020 და 2022 წელს შევსებულ დეკლარაციებში შემოსავლებს შორის სხვაობა 3 224 872 ლარს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.