ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების მოხრეშვას გეგმავენ. შესაბამისი ტენდერი მერიამ უკვე გამოაცხადა.
“2022 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხაშურის მერია გეგმავს 12 სოფლში შიდა გზების მოხრეშვას, რომლის ღირებულება 156 067 ლარს შეადგენს”, – ირკვევა დოკუმენტებიდან.
გზების მოხრეშვა დაგეგმილია:
- ღუდაში, ნარუჯებში, რბონაში, დამჩხეულაში, ქაშვეთში, ჯვართმუხაში, კლდისწყაროში, ნაცარგორაში, ცოცხნარაში, ოძისში, სავანისუბანში და მონასტერში.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, “მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან სამ სამუშაო დღეში, სამუშაო უნდა შესრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 63 კალენდარულ დღეში.”
მთლიანობაში დაგეგმილია 3 სოფლის მისასვლელი გზის და დანარჩენი 9 სოფლის შიდა გზების მოხრეშვა.
შემსრულებელი კომპანიის შესარჩევად, წინადადების მიღება 2022 წლის 27 ივნისს დასრულდება.
დატოვეთ კომენტარი